სასტუმროში, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ელექტროენერგია გაითიშა
სასტუმრო „ვინოტელში“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება ელექტროენერგია გაითიშა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმროში შუქი ადგილზე შეკრებილმა აქტივისტებმა გათიშეს.
სასტუმრო „ვინოტელთან“ აქცია გრძელდება. ადგილზე აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან შეკრებილები, მათ შორის პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ასევე „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები. ისინი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.
ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.