მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები და ელენე ხოშტარია რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები და ელენე ხოშტარია რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სასტუმრო „ვინოტელის“ეზოში შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, იმ ადამიანის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოშვება, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია არ არის, დაუშვებელია.

ადგილზე იმყოფება პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც. მისი განცხადებით, პოზნერის დაბადების დღე ვერ იქნება ამ ქვეყანაში დღესასწაული, რადგან იგი საქართველოს მთლიანობას არ აღიარებს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.