სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლეულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლეულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლეულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

მათივე ცნობით, სასტუმროში მყოფ პირთა გამოკვლევა დასრულდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ გუშინ ჩაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ერთ-ერთი მედიკოსი გახდა, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.