სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ყველა სტუმარსა და პერსონალის წარმომადგენელს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა
სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ყველა სტუმარსა და პერსონალის წარმომადგენელს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა

ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ ამ დრომდე დაკეტილია. ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია და სასტუმროს ვერც სტუმრები ტოვებენ. სასტუმროში 900-მდე ვიზიტორი იმყოფება, მათგან 400 მედიკოსია, რომლებიც იქ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა ყველა სტუმარსა და პერსონალის ყველა წევრს.

„ტერიტორია ამ დრომდე ჩაკეტილია, თუმცა სტუმრებს შეუძლიათ შიდა ტერიტორიაზე იმოძრაონ. ოთახებში ჩაკეტვის აუცილებლობა არ არის. ტესტირების პასუხები იქნება დაახლოებით 2-3 საათისთვის. როგორც კი პასუხები გვექნება, შესაბამისად ვიმოქმედებთ. ისინიც კი, ვინც ტერიტორია დატოვა, ვერ მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, საპატრულო პოლიციის მიერ, ყველა მანქანა შეჩერდა და მათაც ჩაუტარდათ ტესტირება“,- განაცხადა სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“​ მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, „დრიმლენდ ოაზისის“ სტუმრები ტერიტორიიდან გასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.

სასტუმრო გუშინ, დილის 10:00 საათიდან ჩაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ერთ-ერთი მედიკოსი გახდა, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.