საშობაო ლიტურგიას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს
საშობაო ლიტურგიას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს. საზეიმო ლიტურგიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მეუღლესთან ერთად ესწრება.

„მინდა, მივულოცო ქრისტეშობა სრულიად საქართველოს და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, ქრისტეშობის მადლი და ყველა იმ სიბრძნის გათვალისწინება, რაც დღეს მოვისმინეთ პატრიარქის ეპისტოლეში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქრისტეშობის დღესასწაული აჭარის ორი ეპარქიის 50-ზე მეტ მართლმადიდებლურ ტაძარში აღინიშნება.