სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა. საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
ტრადიციულად, საშობაო ლიტურგიის წინ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.
საშობაო ლიტურგიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და დედაქალაქის მერი დაესწრნენ.
სადღესასწაულო წირვის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილებს პატრიარქმა მიმართა.