სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს.
საზეიმო ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სინოდის წევრებთან ერთად ატარებს.
ტრადიციულად, საშობაო ლიტურგიის წინ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.
საშობაო ლიტურგიას ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და პარლამენტის დეპუტატებიც ესწრებიან.