სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია იმართება.
ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღავლენს.
ტრადიციულად, საშობაო ლიტურგიის წინ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.
საშობაო ლიტურგიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.