სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ეწვია
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ უმასპინძლა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვაო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პირველი რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ საფრანგეთის ელჩს სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.