სასამართლომ ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ვასამბეკ ბოკოვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დისტანციურ რეჟიმში მიიღო.
ვასამბეკ ბოკოვს ბრალად ედება სსკ-ის 362-ე მუხლი, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 6 აგვისტოს ჩაინიშნა.
ვასამბეკ ბოკოვი ორი დღის წინ, თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის საცხოვრებელ კომპლექს „დრიმ თაუნში“ რამდენიმე თვის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე გაჩხრიკეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიც, რომლიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ნივთიერი მტკიცებულებები ამოიღეს.