თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

16:58, 12.06.2020

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩაზე, „დრიმ თაუნთან“  სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ ღონისძიებას სუს-ი ატარებს, თუმცა რას უკავშირდება სპეცოპერაცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამ დროისთვის არსებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, რომელსაც აღნიშნულ ადგილზე ბინა ჰქონდა ნაქირავები.

მსგავსი