სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 7 ოქტომბრის განკარგულება ძალაში დატოვა
სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 7 ოქტომბრის განკარგულება ძალაში დატოვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის ნომერ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 7 ოქტომბრის განკარგულების გაუქმების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი განიხილა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი და ზუგდიდის 67 -ე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ძალაში დატოვა.

სასამართლო პროცესს ეწსრებოდნენ ოთხივე უბნის კომისიის წევრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბათილი ბიულეტენების გადათვლაში.

შეგახსენებთ, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის ოთხი უბნის ხმების გადათვლის შემდეგ შედეგები „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა.