სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა
სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმროს დატოვებენ.

პროცესზე ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავდა.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.