სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა
სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დღევანდელ პროცესზე ძებნილი ბრალდებულების – მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.

პროკურატურის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეცვლილიყო, რადგან ისინი ამ დრომდე არ ცხადდებიან სასამართლოში.

ბრალდებულების უფლებამდაცველებმა კი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გამოყენებული პატიმრობა გაუქმებულიყო. 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალი ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს აქვთ წარდგენილი.