საქართველოს მასშტაბით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სასაფლაოებზე გასვლა ნებადართული ისევ არ არის.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.
მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად შეიკავონ თავი საჯარო სივრცეებში გადაადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.