სარფის საბაჟოზე ავტომანქანების რიგია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, შეფერხება სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან შეიქმნა, კერძოდ, ადგილი აქვს ტექნიკურ შეფერხებას.
„სამი საათია ვდგავართ და ველოდებით, გვეუბნებიან, რომ შეფერხებაა თურქეთის მხარეს, როდის დავიძვრებით ადგილიდან, არაფერს გვეუბნებიან“, – ამბობს ტრაილერის მძღოლი.
ამასთან, უპრობლემოდ გადაადგილდებიან ფეხით გადამსვლელები. შსს განმარტავენ, რომ საპატრულო პოლიცია სარფის მიმართულებით მოძრაობას აწესრიგებს.