სარფის საბაჟოზე ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია
სარფის საბაჟოზე ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია

სარფის საბაჟოზე ავტომანქანების რიგია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შეფერხება სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან შეიქმნა, კერძოდ, ადგილი აქვს ტექნიკურ შეფერხებას.

„სამი საათია ვდგავართ და ველოდებით, გვეუბნებიან, რომ შეფერხებაა თურქეთის მხარეს, როდის დავიძვრებით ადგილიდან, არაფერს გვეუბნებიან“, – ამბობს ტრაილერის მძღოლი.

ამასთან, უპრობლემოდ გადაადგილდებიან ფეხით გადამსვლელები.  შსს განმარტავენ, რომ საპატრულო პოლიცია სარფის მიმართულებით მოძრაობას აწესრიგებს.

დატოვე კომენტარი