სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მოძრაობა აღდგენილია როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტისთვის.
ისინი, ვინც საზღვარი უკვე გადმოკვეთა, ამბობენ, რომ შეფერხებები გამშვებ პუნქტზე, ამ დროისთვის აღარ არის.
დღეს, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“ გათიშული იყო საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებული იყო ორივე მიმართულებით.