სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგა

22:58, 07.03.2018

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მოძრაობა აღდგენილია როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტისთვის.

ისინი, ვინც საზღვარი უკვე გადმოკვეთა, ამბობენ, რომ შეფერხებები გამშვებ პუნქტზე, ამ დროისთვის აღარ არის.

დღეს, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“ გათიშული იყო საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებული იყო ორივე მიმართულებით.

 

მსგავსი