სარეკლამო ბაზრის ანალიზის შედეგებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დღეს გამოაქვეყნებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დღეს სარეკლამო ბაზრის ანალიზის შედეგებს წარადგენს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ბრიფინგს დღეს, 14.00 საათზე გამართავს, სადაც 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზის შედეგებზე ისაუბრებს.
გარდა ამისა, როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კახა ბექაური დეტალურად ახსნის, როგორ შეიცვალა სატელევიზიო სარეკლამო დროის გაყიდვის სისტემა 2017 წელს და რა შედეგები მოიტანა ამ ცვლილებებმა.