სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუჩაზე – ჯაბიძის ქუჩიდან ვეკუას ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია მოქალქეებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის.