სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორგასლის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.
„აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.