„სარატოვის ავიახაზების“ თვითმფრინავის მიწასთან შეჯახება ერთ-ერთი სახლის გარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა
„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის მიწასთან შეჯახების მომენტი ერთ-ერთი სახლის გარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეოჩანაწერში აფეთქება ჩანს.
„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი ან-148 მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ის აფრენიდან დაახლოებით ოთხ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 65 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
ავიაკატატსროფის ადგილზე აღმოჩენილია “შავი ყუთები”.