საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულო“ დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს არ შეუძლიათ, გამოიძიონ საკუთარი „მარცხი“
საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულო“ დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს არ შეუძლიათ, გამოიძიონ საკუთარი „მარცხი“.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში ისრაელის მხრიდან განხორციელებული ქმედება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, თუმცა „სისტემური ცვლილებების გარეშე იქნება მეტი სამხედრო მარცხი, მეტი ბოდიში და მეტი დამწუხრებული ოჯახი“.
შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლების დაღუპვასთან დაკავშირებული შემთხვევის გამოძიებისას გამოვლინდა სერიოზული შეცდომები და პროცედურების დარღვევა მათი სამხედროების მხრიდან, რის გამოც მაღალი რანგის ოფიცრები თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. ჰუმანიტარულ მისიას პოლონეთის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის მოქალაქეები ატარებდნენ.