საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 14.6 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 14.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 14.6 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, იანვარი-თებერვლის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 16.3 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.