საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.0 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 703.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.0 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 173.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 2.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 10 529.8 მლნ. აშშ დოლარი, ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 6 356.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2 პროცენტია.