საქსტატი - სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3,8 პროცენტი შეადგინა
საქართველოში ინფლაციის დონემ სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინფლაციის წლიურ ჭრილში ფასები მომატებულია თევზეულზე – 11,7 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 11,1 პროცენტით, პურპროდუქტები – 8,7 პროცენტით, რძის პროდუქტები და კვერცხი – 6,1 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5,7 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 4,1 პროცენტით.