საქსტატი – სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3,8 პროცენტი შეადგინა

11:20, 02.10.2020

საქართველოში ინფლაციის დონემ სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინფლაციის წლიურ ჭრილში ფასები მომატებულია თევზეულზე – 11,7 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 11,1 პროცენტით, პურპროდუქტები – 8,7 პროცენტით, რძის პროდუქტები და კვერცხი – 6,1 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5,7 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 4,1 პროცენტით.

მსგავსი