საქსტატი - ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 77.8 წლამდე, მამაკაცების კი, 69.2 წლამდე გაიზარდა
საქართველოში ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1994-2017 წლებში, 3,7 წლით 77.8 წლამდე, მამაკაცების კი, 3,2 წლით 69.2 წლამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი, 1994-2014 წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების საფუძველზე ავრცელებს.
საქსტატში განმარტავენ, რომ 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერიდან მიღებულმა მონაცემებმა დღის წესრიგში დააყენა წინა წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშებისა და განახლების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილიყო ისტორიული მწკრივის ჰარმონიზაცია აღწერიდან მიღებულ შედეგებთან.
საქსტატის ინფორმაციით, გადაანგარიშება განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური და ტექნიკური დახმარების ფარგლებში.