საქსტატი - იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.2 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.2 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 432.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 274.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – შემცირდა 9.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6 158.0 მლნ აშშ დოლარს – ზრდამ 0.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3 884.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 254.4 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 1 004.1 მლნ აშშ დოლარით და ჩინეთი – 691.6 მლნ აშშ დოლარით.