საქსტატი - იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.9 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 360.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2 500.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 18.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 5 859.7 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 19.1 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მაისში 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.