საქსტატი - იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.3 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 212.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.3 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1 887.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 25.5 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 4 324.6 მლნ. აშშ დოლარი, რაც 19.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივნისში 2 437.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა.