საქსტატი - იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 530.0 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 1.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ აშშ დოლარი – ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 504.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.