საქსტატი - 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.5 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 12.5 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 090.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 9.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 15 438.4 მლნ აშშ დოლარია და 14.0 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9 347.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 979.3 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 2 401.5 მლნ აშშ დოლარით და აშშ – 2 046.3 მლნ აშშ დოლარით.