საქპატენტი საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმობის დასახელების პროდუქტების, როგორებიცაა: „ბორჯომი“, „ხვანჭკარა“, „თუშური გუდა“, „ სულგუნი“ და სხვა.
საქპატენტის ინფორმაციით, დაცვის ინსტიტუცია საქართველოში მრავალი წელია, არსებობს, მაგრამ დღესაც საზოგადოების ნაწილისთვის უცნობი რჩება ამ განსაკუთრებული პროდუქტების მნიშვნელოვანი როლისა თუ სარგებელის შესახებ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში.
„ცნებები გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება გამოიყენება იმ პროდუქტის მოსანიშნად, რომლის წარმოშობა გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილს უკავშირდება და მისი მახასიათებლები, ხარისხი თუ მაღალი რეპუტაცია განისაზღვრება ასევე მისი გეოგრაფიული წარმოშობით, ამ კონკრეტულ არეალში არსებული კლიმატით, ნიადაგითა და სხვა ბუნებრივი პირობებით.
საქართველოს რეგიონებს დიდი პოტენციალი აქვს ისეთ პროდუქტებთან მიმართებაში, რომელთა უნიკალურობა განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობით და ადგილზე მოყვანისა თუ დამზადების თვითმყოფადი ტრადიციით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. განსაკუთრებული თვისებების მატარებელი გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები კონკურენტუნარიანი პროდუქტია, რომელსაც მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს და მათი ღირებულება 2,5-ჯერ აღემატება მსგავსი სახის სხვა პროდუქტის ფასს. ინტელექტუალური საკუთრების ეს ობიექტები ხელს უწყობს რეგიონული ბრენდების პოპულარიზაციას, ადგილობრივი საწარმოების შექმნასა, თუ აგროტურიზმის განვითარებას და ამ პროცესებში მკვიდრი მოსახლეობის ჩართვას.
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, საქპატენტი დღეს იწყებს საინფორმაციო კამპანიას. სოციალური ქსელით გავრცელდება სხვადასხვა სახის საინტერესო ცნობები და შემეცნებითი ხასიათის საინფორმაციო მასალა, რომელიც ასახავს და წარმოაჩენს საქპატენტში რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მნიშვნელობას. საინფორმაციო მასალაზე (ტექსტებზე) იმუშავეს ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ და ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ, ფოტომასალა კი ეკუთვნის ბადრი ვადაჭკორიასა და პაატა ვარდანაშვილს“, – აღნიშნულია საქპატენტის ინფორმაციაში.