საქართველოში წელს რვა მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს ელოდებიან
საქართველოში წელს რვა მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს ელოდებიან

საქართველოში წელს პირველად რვა მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვა, – აღნიშნული განცხადება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ,  ტურიზმის სექტორის კვლევის შესახებ გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

როგორც მან პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, 2018 წელი ტურიზმის სექტორში ახალი რეკორდების წელი იქნება – საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებიც გაიზრდება და 2018 წელს 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

2017 წელს საქართველს 3.5 მილიონი ტურისტი ეწვია, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.