საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი ესტუმრა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ და გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა უმასპინძლეს.
ელჩი პირველი არხის ჯგუფის, „მრავალფეროვანი საქართველოს“ სამუშაო პროცესს გაეცნო, რომლის ამოცანაა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართულობა და მაუწყებლის წარმოებულ მედიაპროდუქტებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრირების უზრუნველყოფა.