საქართველოში შესაძლოა, გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საკითხს. გაიმართა მსჯელობა ახალი სტრუქტურის შემადგენლობისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ.
ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე ცალკე შეხვედრის გამართვა შესთავაზა, სადაც შეფასდება, როგორც უკვე მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები.