საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვებს ძირითადად ინდოეთის მოქალაქეები იღებენ
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვებს ძირითადად ინდოეთის მოქალაქეები იღებენ

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მონაცემებით, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაცემული სასწავლო ბინადრობის ნებართვების დიდი ნაწილი ინდოეთის, ერაყისა და ნიგერიის მოქალაქეებზე მოდის. ამასთან, ბოლო წლებში მზარდია ინდოეთის მოქალაქეებზე გაცემული ნებართვების წილი, ხოლო ერაყის, თურქეთის და ნიგერიის მოქალაქეებზე შემცირებულია.

2015 წელს სასწავლო ბინადრობის ნებართვებში პირველ ადგილზე 26-პროცენტიანი წილით ერაყის მოქალაქეები იყვნენ (1209 ნებართვა), მეორეზე კი, 23-პროცენტიანი წილით ინდოეთის (1 062 ნებართვა). 2018 წელს გაცემული ნებართვების 72 პროცენტი კი უკვე ინდოეთის მოქალაქეებზე მოდიოდა (4 486 ნებართვა).

2019 წლის მიგრაციის პროფილის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა. ეს ძირითადად ერთსაფეხურიან სამედიცინო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვების ზრდის გამო მოხდა.

ამასთან, 2015-2018 წლებში ბაკალავრიატზე, მაგისტრატურაზე, დოქტორანტურასა და ერთსაფეხურიან სამედიცინო პროგრამებზე ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების ნახევარზე მეტი ინდოეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ.

დატოვე კომენტარი