საქართველოში სარკინიგზო და საზღვაო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში სარკინიგზო და საზღვაო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნის საზღვარი სარკინიგზო გზით მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 14 094-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 პროცენტით მეტია. აქედან გარდაბნის სარკინიგზო საზღვარზე 11 077 ვიზიტორი მოდის – 14.9 პროცენტით მეტი, სადახლოს რკინიგზაზე 2831 ვიზიტორი – 20.2 პროცენტით მეტი, კარწახის რკინიგზაზე კი – 186 ვიზიტორი 32.9 პროცენტით მეტი.
რაც შეეხება საზღვრის კვეთას საქართველოს პორტებში, იანვარ-აპრილში 11 352 ვიზიტი დაფიქსირდა, 20.1 პროცენტით მეტი. ფოთის პორტზე 6 236 ვიზიტი მოდის – 29.4 პროცენტით მეტი, ბათუმის პორტზე – 4 538 ვიზიტი, 11.6 პროცენტით მეტი, ყულევის პორტზე კი – 578 ვიზიტი 2.1 პროცენტით მეტი.
ამასთან, საქართველოში ვიზიტორთა უმეტესობა სახმელეთო და საჰაერო გზით შემოდის.
ვიზიტორთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.