საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 446.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 237.1 მლნ. აშშ დოლარი (13.3 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში 790.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მარტს.