საქართველოში საფრანგეთის ელჩი - ევროკავშირი მამაცურად მოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის
საქართველოში საფრანგეთის ელჩი - ევროკავშირი მამაცურად მოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დღეს საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფრანგმა დიპლომატმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

„დღეს ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. ევროკავშირი მამაცურად მოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმსახურებს მხარდაჭერას და არა უსაფუძვლო კრიტიკას. კიდევ ერთხელ გამოვუცხადე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს დიეგო კოლასი.

მოგვიანებით მის ამ განცხადებას ასევე „ტვიტერით“ გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საფრანგეთის ელჩი შეურთდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. ვაფასებთ საფრანგეთის ელჩის გამამხნევებელ სიტყვებს, მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურად, ისე საფრანგეთის უშუალო მონაწილეობით მისიაში“, – წერს ერიკ ჰოეგი.