საქართველოში საფრანგეთის ელჩი – ევროკავშირი მამაცურად მოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დღეს საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფრანგმა დიპლომატმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.
„დღეს ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. ევროკავშირი მამაცურად მოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმსახურებს მხარდაჭერას და არა უსაფუძვლო კრიტიკას. კიდევ ერთხელ გამოვუცხადე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს დიეგო კოლასი.
Went to the ADL today to show support to the EUMM. The EU acts courageously for security in Georgia and deserve support, not unjustified criticism. Recalled French support for the territorial integrity of Georgia pic.twitter.com/sSmmEnFqHc
— Diégo Colas (@ColasDiego) November 12, 2019
მოგვიანებით მის ამ განცხადებას ასევე „ტვიტერით“ გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი.
„მოხარული ვარ, რომ დღეს საფრანგეთის ელჩი შეურთდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. ვაფასებთ საფრანგეთის ელჩის გამამხნევებელ სიტყვებს, მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურად, ისე საფრანგეთის უშუალო მონაწილეობით მისიაში“, – წერს ერიკ ჰოეგი.
Glad that French 🇫🇷 Ambassador @ColasDiego joined #EUMM patrol at ABL today. I appreciate his words of encouragement and support by 🇫🇷 for our work – both politically and through 🇫🇷 secondments. https://t.co/tHZNDkq1iE
— Erik Hoeg (@erik_hoeg) November 12, 2019