საქართველოში რუმინეთის ელჩი - გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ქართველ ხალხს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო
საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუსი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ქართველ ხალხს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, – ნათქვამია რაზვან როტუნდუს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.