საქართველოში რუმინეთის ელჩი – გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ქართველ ხალხს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო

21:41, 09.10.2021

საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუსი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ქართველ ხალხს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, – ნათქვამია რაზვან როტუნდუს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი