საქართველოში როუმინგის დანახარჯებით რუსეთი, შვედეთი და ირლანდია ლიდერობენ
საქართველოში როუმინგის დანახარჯებით რუსეთი, შვედეთი და ირლანდია ლიდერობენ. ხუთეულში შედიან იაპონია და თურქეთი. ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, 2019 წელს როუმინგზე რუსეთის მობილური ოპერატორების აბონენტებმა 666 295 ლარი დახარჯეს, შვედეთის – 534 854 ლარი, ირლანდიის – 505 157 ლარი, იაპონიის – 408 860 ლარი, თურქეთის – 239 838 ლარი.