საქართველოში „რაინეარის“ შემოსვლაზე განცხადება სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება
საქართველოში „რაინეარის“ (Ryanair) შემოსვლაზე განცხადება სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ფრენები როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან შესრულდება.
ავიაკომპანია „რაინეარი“ 1984 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესია. საქართველო 39-ე ქვეყანა იქნება, რომელშიც ავიაკომპანია ფრენებს შეასრულებს.