ოჯახები, რომლებსაც მზის მიკროელექტროსადგურები აქვთ დამონტაჟებული, შესაძლებლობა აქვთ, გაყიდონ გამომუშავებული ჭარბი ენერგია .
“ენერგო პრო ჯორჯიასა” და “თელასის” მონაცემებით, საქართველოში მზის მიკროელექტროსადგური 30 ოჯახს აქვს დამონტაჟებული. ყველა მათგანი ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს გამომუშავებული ენერგია, რომელსაც თავად არ მოიხმარენ, გაყიდონ და ამ გზით ფინანსური სარგებელი მიიღონ.