გამთენიისას კახეთის რეგიონში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 05:41 საათზე, დედოფლისწყაროსთან 3.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით 23 კმ.-ში, სოფელ ზემო ხალაწანიდან 20 კმ.-ში, 41 კმ-ის სიღრმეში იყო.