საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელი ზემო ქედთან მოხდა.
ბიძგები 12:27 საათზე დაფიქსირდა.
პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.